მნიშვნელოვანი

ორბელიანის მოედანზე შენობიდან ჩამოვარდნილი მინა სკოლის მოსწავლეებს დაეცა

ორბელიანის მოედანზე, შემინული შენობიდან მინის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად, 6 მოზარდი დაშავდა. როგორც რადიო თბილისს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან და მათგან სამი, ინგოროყვას კლინიკაში, სამი კი ,,ამტელ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.

რადიო თბილისთან საუბარში, თვითმხილველები აცხადებენ, რომ მესამე სართულიდან მომწყდარი მინა პირდაპირ შენობის ქვევით მიმავალ ბავშვებს დაეცა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი უფროსკლასელი მძიმედ დაშავდა და ექიმებმა სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. სამართალდამცავებმა ტერიტორია და სამანქანო გზის ნაწილი გადაკეტეს.

მოისმინეთ შემთხვევის თვითმხილველების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button