Hereti FM

რადიოფერმერი – 2.03.2018

6,583

ეთერშია თოქ-შოუ რადიოფერმერი. დღევანდელ გადაცემაში საგზაფხულო სამუშაოების დაწყებაზე ვლაპარაკობთ.

რა პრობლემებს აწყდებიან კახელი გლეხები სხვადასხვა მავნებელთან და ვაზისა და ხეხილის დაავადებასთან ბრძოლის დროს? იყიდება თუ არა ბაზარზე ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატები.

როგორ აკონტროლობს სახელმწიფო ამ მიმართულებას და რა ურჩევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას? მოვისმენთ სპეციალურ რეპორტაჟს, შემდეგ კი ეთერში ჩაგვერთვება სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი.

რადიოფერმერის გადაცემების სერია განკუთვნილია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მსმენელისთვის, ფერმერებისთვის, ბიზნესის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორში აქტიურადაა ჩართული.

მოუსმინეთ გადაცემას, რომელსაც გიორგი ალადაშვილი უძღვება ►

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია HEKS/EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.fermeri

რადიო ჰერეთი