Hereti FM

„ეს ხელისუფლება თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური ლოგიკით, არის წინა ხელისუფლების იდენტური“ – გრიგოლ გეგელია

98

პოლიტიკური ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ მოქმედ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების მსგავსად, ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების ეშინია. როგორც რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, ბარათაშვილის ქუჩაზე, 28 თებერვალს მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, მსგავსი ფაქტები ბოლო დროს ძალიან მომრავლდა.

მისი თქმით, ბარათაშვილის ქუჩაზე 14 წლის მოზარდის ტრაგიკული დაღუპვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით, სისტემა შესაცვლელია. ამ პროცესში, კი საზოგადოების როლი მაღალია.

მოისმინეთ გრიგოლ გეგელიას ხმა

 

რადიო ჰერეთი