მნიშვნელოვანი

„აბაშიძე-კარასინის ფორმატი ტატუნაშვილის საქმესთან კავშირში არ არის“ – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, დეპუტატები მიიღებენ რეზოლუციას, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის პოზიციაც იქნება გათვალიწინებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას – აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებაზე, დეპუტატის თქმით, მოლაპარაკების აღნიშნული პლატფორმა არანაირ კავშირში არ არის ცხინვალში მომხდარ შემთხვევასთან.

როგორც  რატი იონათამიშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, სახელმწიფოს წინაშე ორი ამოცანა დგას, – მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და გათავისუფლდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

რეზოლუციის მიღების საკითხი პარლამენტში დღეს, პლენარულ სხდომაზე გავა.

მოისმინეთ რატი იონათამიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button