Hereti FM

მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

83
Share Button

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა “დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად”.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს​ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოს, იმოქმედოს და შეცვალოს ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი