Hereti FM

მოსახლეობას მოუწოდებენ ხეებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდონ

404
Share Button

უამინდობა და ნალექი საქართველოს მასშტაბით დღესაც გრძელდება. სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში ძლიერ ქარს ელოდებიან.

შავ ზღვაში 5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ, თუმცა სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა სანაპირო ზოლს არ დააზარალებს და შტორმი შუა ზღვაში უნდა დაფიქსირდეს.

რამდენიმე გრადუსით დაიწევს ჰაერის ტემპერატურა.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს.

უწყება ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. შეზღუდვები მოქმედებს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში თქვეს, რომ ინტენსიური თოვისა გამო ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი