რეგიონისაქართველო

40 ათასამდე მძღოლის მართვის მოწმობა შესაძლოა ძალადაკაგრულად გამოცხადდეს

საქართველოში 40 ათასამდე მძღოლია დარჩენილი, რომელმაც მართვის მოწმობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა გამოცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტი ძალადაკაგრულად გამოცხადდება – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს მომასახურების სააგენტოს წარმომადგენელმა თიკო ბიბილეიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს თელავში იმყოფება.

ლაპარაკია 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებზე. ასეთი კი სულ 130 ათასი იყო გაცემული.

აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე და შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი გამოცვლა არ არის საჭირო.

“მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად, 2018 წლის 1 აპრილის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას”, – გვითხრა თიკო ბიბილეიშვილმა.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მოუსმინეთ თიკო ბიბილეიშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button