Hereti FM

გადახდილი სახურავები, დამტვრეული ავტომანქანები, მოგლეჯილი ხეები – სტიქია საქართველოში

1 474
Share Button

9 მარტის 16 საათიდან 10 მარტის დილის 8 საათამდე საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 258 ზარი განხორციელდა.

ზერების დიდი ნაწილი თბილისიდან იყო.

კრძოდ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისში დაზიანდა 68 საცხოვრებელი სახლი, 81- ხე, 9-გარე განათების ბოძი, 53 -ელექტრო სადენი, 11-ავტომობილი, 9 გაზის ცენტრალური მილი და 11-სარეკლამო ბანერი.

მცხეთა-მთიანეთში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
აჭარა- ქედა- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
გურია-ლანჩხუთი- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი,
კახეთი – დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი,
იმერეთი – წყალტუბო- ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ძლიერი ქარის გამო, გუშინ და დღეს ჯამში 3 რეისი გაუქმდა. გარდა ამისა, ამ დრომდე აშხაბადის აეროპორტშია გაჩერებული ერთი ლაინერი, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი