Hereti FM

ილია II: ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას

540

“მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. პატრიარქის თქმით, სურს, რამდენიმე შეხვედრა კიდევ მოაწყონ და იმსჯელონ, “როგორ ვუშველოთ ხალხს”.

ციტატა პატრიარქის განცხადებიდან ►

რადიო ჰერეთი