მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა

ყვარელში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ნგრევის პროცესი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, და მათ საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოში განაცხადეს, რომ პრობლემას იცნობენ და ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button