მნიშვნელოვანირეგიონი

55 წლის მამაკაცი დაიღუპა ფეროშენადნობთა ქარხანაში

ზესტაფონის “ფერო”-ში უბედური შემთხვევა მოხდა. 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი მე-4 საამქროს სახურავიდან, დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

პროფკავშირების ცნობითვე, საამქროს თანამშრომელი ჭერს არემონტებდა. საწარმოო უბედური შემთხვევის მიზეზს პროფკავშირების ინსპექტორებიც გამოიკვლევენ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტში კვლავ კანონმდებლობის გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, უბედური შემთხვევის გამო დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი.

მსგავსი პოსტები

Back to top button