მნიშვნელოვანი

„კარგი იქნება, თუ საერთოდ ხმას არ ამოიღებენ მთავრობის წევრები, ვისაც შეხება არ აქვს საგარეო პოლიტიკასთან“ – გია ჯაფარიძე

პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის“ წევრი გია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც საგარეო ურთიერთობებში ვერ ერკვევიან, ამ თემაზე ხმა საერთოდ არ უნდა ამოიღონ. ამის შესახებ გია ჯაფარიძემ რადიო ,,თბილისის“ ეთერში, რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გია ჯაფარიძე ასევე უარყოფითად აფასებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი – ,,ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელი განცხადება“, – აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

მოისმინეთ გია ჯაფარიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button