Hereti FM

ნინო გოგუაძის თქმით, ტატუნაშვილის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატის დატვირთვას სცდება

185
Share Button

პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის თქმით, არასწორია საკითხის ისე დაყენება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი, ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატს უნდა დაკისრებოდა. როგორც ნინო გოგუაძემ რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, აღნიშნული ფორმატი სულ სხვა დატვირთვას ატარებს და სავაჭრო ურთიერთობების განხილვას ემსახურება.

ნინო გოგუაძის თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში, დამნაშავის იდენტიფიცირებაც მოხდა და ქართულმა სასამართლომ ბრალდებულს, რომელიც იძებნება, განაჩენიც გამოუტანა.

მოისმინეთ ნინო გოგუაძის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი