Hereti FM

„პრემიერი მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს, როცა რუსეთს მედიაციისკენ მოუწოდებს“ – ნინო კალანდაძე

355
Share Button

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე პრემიერ-მინისტრის მიმართვას რუსეთის ხელისუფლების მიმართ, მოღალატეობრივს უწოდებს. როგორც რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ჩართვისას ნინო კალანდაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რუსეთის რიტორიკის გამეორებაა.

,,პრემიერი მკვეთრად მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს, როდესაც რუსეთს მიმართავს, მედიაციაში დაგვეხმაროს, თითქოს კონფლიქტი ოსეთთან და აფხაზეთთან გვაქვს და არა რუსეთთან“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ამით, ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე ამბობს უარს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ოკუპაციის საკითხით დაინტერესებას უკარგავს.

ნინო კალანდაძის თქმით, ჟენევის ფორმატი აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ჩაანაცვლა, რაც ,,იმას უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფოს, საერთაშორისო ჩართულობის ნაცვლად, ორმხრივი მოლაპარაკებები მიაჩნია სწორად“.

მოისმინეთ ნინო კალანდაძის ხმა

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი