შუმახერის პროგრესი
ლეგენდარული გერმანელი პილოტის მიხაელ შუმახერის მდგომარეობა სულ უფროუმჯობესდება, – განაცხადა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მენეჯერმა საბინა კემმა.
მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, მიხაელის აღდგენით პროცესს კიდევ დიდი ხანიდასჭირდება. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ბილდი“.”მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ შუმახერს წარმატებები აქვს. ამას ვამბობ იმ მძიმემდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ის თავის ტრავმის შემდეგ მოხვდა, – აღნიშნა კემმა. – ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა მისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც მისგვერდით არიან“.
შეგახსენებთ: ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, 2013 წლის დეკემბერში,საფრანგეთის ალპების ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებითსრიალისას დაშავდა. მანთავის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც გრენობილში ნეიროქირურგიული ოპერაციაჩაუტარდა. ექიმებმა სპეციალურიმედიკამენტით მისი კომა გამოიწვიეს, რათა ურთულესიოპერაციის შემდეგ, შუმახერის ტვინი საფრთხისგან დაეცვათ.
ლეგენდარული მრბოლელი, 2014 წლის სექტემბერში, სარეაბიტაციო ცენტრიდან სახლშიდაბრუნდა. გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამჟამად, 47 წლისმიხაელ შუმახერი უმოძრაოდაა და ვერ ლაპარაკობს.