მნიშვნელოვანი

“უშიშროების სამსახური აკონტროლებს, რომ აჭარაში ხეების გადატანა მოსახლეობამ არ გააპროტესტოს”

ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მცხოვრები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი, რომელმაც ადგილზე გადაღებული გაჩეხილი ხეების ფოტო გაასაჯაროვა, აცხადებს, რომ უშიშროების სამსახური, ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტის გამო უკმაყოფილების გამოთქმის საშუალებას არ აძლევს.

როგორც რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ საუბრისას რეზო ხარაზმა აღნიშნა, დენდროლოგიური პარკის არსებობა არც დოკუმენტალურად დასტურდება და არც იურიდიულად, რაც ეჭვს უჩენს, რომ რეალურად, ხეების გადარგვა ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, ქარსაცავი ზოლი გაჩეხილია როგორც სოფელ კვირიკეში, ასევე დაბა ჩაქვსა და ცეცხლაურის დასახლებაში.

მოისმინეთ რეზო ხარაზის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button