მნიშვნელოვანი

„ხეების მასოვრივი გადატანის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი კარგად ჩანს“ – საიას იურისტი

,,ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, ხეების მასოვრივი გადატანის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მძიმე ხარისხი“, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარია გაირკვეს, ჯდება თუ არა პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში.

საიას ინფორმაციით, განსხვავებით თბილისისაგან, სხვა მუნიციპალიტეტებში კერძო საკუთრებაში ხეების მოჭრა არ არის სამართლებრივად დარეგულირებული; ხოლო რაც შეეხება საჯარო სივრცეებს, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ხეების მოჭრაზე ნებართვა მაშინ გასცა, როცა მცენარეები უკვე გაჩეხილი იყო.

დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანასთან დაკავშირებულ პროცესს საია აკვირდება და საბოლოო შეფასებას, დასკვნის სახით გამოაქვეყნებს.

მოისმინეთ გიორგი ხიმშიაშვილის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button