Hereti FM

მწყობრიდან გამოსული საბაგირო გუდაურში – დაშავებულია 10 ადამიანი [Video]

1 498
Share Button

ამ დროისთვის [14:00] არსებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაშავდა გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიის შედეგად. დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში უტარდებათ.

გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა.

გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო და საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუდაურში გაემგზავრა საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი