Hereti FM

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს – Reuters News

94

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსირების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა Le Monde აღნიშნავს, რომ სარკოზი დღეს სასამართლო მოსმენაზე მივიდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე ლიბიის ხელისუფლების მხრიდან სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო ფინანსირების საკითხი განიხილებოდა.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.

ნიკოლა სარკოზი საქართველოში 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა და რუსეთ-საქართველოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა.

რადიო ჰერეთი