კრიმინალი

საია „რუსთავი2“-თან მომხდარი შემთხვევის დროს, სსკ-ის მეტი მუხლის დარღვევის ნიშნებს ხედავს

იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა – ეს, სისხლის სამართლის ის მუხლებია, რომლის დარღვევის ნიშნებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავი 2-ის შენობასთან, 19 მარტს მომხდარი შემთხვევისას დაინახა.

როგორც საის წარმომადგენელმა მარიამ გოგოსაშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, გამოძიებამ სწორედ ამ მიმართულებებით უნდა იმუშაოს.

რაც შეეხება ტექსტს, რომლითაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა ,,პოსტსკრიპტუმის“ ერთ-ერთი სიუჟეტი წარადგინა, ორგანიზაციის შეფასებით, იგი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და აქციის მონაწილეების რეაგირება სამართლებრივ გზებს არ უნდა გასცდენოდა.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო. დაკავებულია ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და კიდევ 5 პირი, რომელთა წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით.

მოისმინეთ მარიამ გოგოსაშვილის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button