მნიშვნელოვანი

“ორგანიზებულ დანაშაულს ჰგავს მუქარა, რომელიც ჩემს შვილზე განხორციელდა” – დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მისი შვილის, საზოგადოებივი მაუწყებლის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარა ცალკეული შემთხვევა არაა და არსებული ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, სამართალდამცველების სახელით, ხშირად მისდით მუქარის წერილები.  

როგორც დავით ზურაბიშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, მსგავსი კიბერშეტევები უკვე ორგანიზებულ დანაშაულს ჰგავს.

ცნობისთვის, გიორგი ზურაბიშვილს ე.წ. ,,ფეიკ ექაუნთებიდან“ მუქარის წერილები მას შემდეგ მიუვიდა, რაც სოციალურ ქსელში მისი მეგობრის, მამუკა ბერძენიშვილის დაკავება გააპროტესტა. ბერძენიშვილს ორი გრამი კლუბური ნარკოტიკის, MDMA-ს ფლობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, გიორგი ზურაბიშვილს უკვე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და საქმის გამოძიება დაიწყეს.

მოისმინეთ დავით ზურაბიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button