Hereti FM

ხანძარი რუსეთში – დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

339
Share Button

53-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა სავაჭრო-გასართობ ცენტრში.

დაღუპულია სულ მცირე 9 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, 47 დაშავებულიდან საავადმყოფოში რჩება 12 და მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის ჩაქრობას 17 საათზე მეტი დასჭირდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობას, ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობას და განზრახ ქმედებას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი