15 000 ლარამდე თანხის მითვისება გურჯაანში – სუს-მა 7 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო დანაშაულში გურჯაანის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ამხილეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, გურჯაანის მერიის თანამშრომლების სამსახურებრვი გულგრილობის გამო შპს “მოხელეს” დირექტორი მოტყუებით დაეუფლა გურჯაანის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 15 ათასამდე ლარს.
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შვიდი ადამიანი.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.
„დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.
„აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი,” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი გულგრილობას ნიშნავს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.