მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

საქართველო რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში,”- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button