მნიშვნელოვანირეგიონი
სტიქია ადიგენში – ორი სოფელი გარესამყაროს მოწყდა
ადიგენის ორი სოფელი, დაახლოებით 60 ოჯახი, გარესამყაროს მოწყდა.
სოფლების: დერცელისა და კიკიბოსთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ამბობს, რომ დერცელთან მეწყერი ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიძრა.
ენდელაძის თქმით, მომხდარს გარემოს ეროვნული სანგეტოს გეოლოგები უკვე სწავლობენ, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც, თუმცა ადიგენის მერიაში იმასაც ამბობენ, რომ ვიდრე არსებულ ვითარებას კომპეტენტური პირები არ შეისწავლიან, იქ ტექნიკას სამუშაოდ ვერ შეიყვანენ. სოფელ დერცელში 48, კიკიბოში კი 12 ოჯახი ცხოვრობს.
ინფორმაციის წყარო