მნიშვნელოვანი

„განბაჟების მხრივ, უნდა წახალისდეს ახალი ავტომობილის შეძენა“ – დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ტრანსპორტი თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ერთი მხრივ, ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას აწესებს, თუმცა მეორე მხრივ, არ ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვანას.

,,განბაჟების სისტემა არ ახალისებს ახალ ავტომობილებს. მაგალითად, ერთი წლის ავტომობილის განბაჟება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე 7-8 წლის ავტომობილების“, – აღნიშნა მესხიშვილმა.

დავით მესხიშვილის თქმით, ღონისძიებები, რომლებსაც თბილისის მერია სატრანსპორტო მიმართულებით ატარებს, ,,მწვავე პრობლემის ჩაჩუმებას ემსახურება“.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭიროა გრძელვადიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება და საზოგადოებირივი ტრანსპორტის განვითარება.

მოისმინეთ დავით მესხიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button