მნიშვნელოვანი

“მოსკოვიდან მივიღეთ ჩვენთვის არასახარბიელო სურათი და ამან გადაგვაწყვეტინა ვიზიტის დაჩქარება” – ადა მარშანია

საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში, რუსეთიდან მიღებული არასახარბიელო სურათის გამო დააჩქარეს. როგოც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ადა მარშანიამ აღნიშნა, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გამო, საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. თუმცა, ქართული მხარის გარკვეული მუშაობის შედეგია ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით იკავებს თავს, საპასუხოდ, ქართველი მუშაკები გააძევოს მოსკოვიდან.

,,ტატუნაშვილის მკვლელობის ტრაგიკული ფაქტის მერე დაიძაბა ურთიერთობები და გადაიწია ჩვენმა ვიზიტმა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაინც დავაჩქაროთ მოვლენები და დავასწროთ რაღაც-რაღაცებს“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის დელეგაცია მოსკოვში დღეს, 10 აპრილს გაემგზავრა.

მოისმინეთ ადა მარშანიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button