„ჩვენ [დასავლეთისთვის] სოლიდარობის ვალი დიდი ხანია გადახდილი გვაქვს“ – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, იმ 30-მდე ქვეყანას შორის, როლებმაც დიდი ბრიტანეთისთვის სოლიდარობის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს, საქართველოს ყველაზე მეტად აქვს გადახდილი სოლიდარობის ვალი, რადგან ამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ გაწყვეტილი აქვს.
,,ჩვენ სოლიდარობის ვალი დიდი ხანია გადახდილი გვაქვს. ამიტომ, ასეთი ერთგულების დამამტკიცებელი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა დიპლომატიურ ჭრილში არ არსებობდა“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება დადებითია.
პოლიტოლოგის თქმით, რუსეთისთვის საქართველოს პოზიცია პრინციპული მნიშვნელობის არ არის.
,,ეტყობა, ჩვენმა ურთიერთობამ რუსეთთან მიაღწია სახიფათო ზღვარს, როდესაც ჩვენ რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ, ხოლო საპასუხო ქმედებებს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მოისმინეთ სოსო ცინცაძის ხმა.