Hereti FM

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მსოფლიოში აღინიშნება

208

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში, ცნობილი ქართველი ხელოვანის, UNESCO-ს მშიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტი 4 ივნისსაა დაგეგმილი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.

24 მაისს, გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, დაგეგმილია შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება.

ამასთან, ვაშინგტონში ყოველწლიური კონფერენცია „დემოკრატია უსაფრთხოება და ეკონომიკური-საინვესტიციო შესაძლებლობები“, გაიმართება.

ბრიუსელში ჩატარდება ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი და კონფერენცია პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მემკვიდრეობაზე.

საფრანგეთში, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

რადიო ჰერეთი