მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: განხეთქილება საპარლამენტო უმრავლესობაში
პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, დღის წესრიგში დგას რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან გარიცხვის შესაძლებლობა. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი, უმრავლესობის გარკვეული წევრების მიმართ დაწესებულ არაფორმალურ სანქციებზე საუბრობს.
„აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება მმართველ გუნდში მზარდი დაპირისპირების დეტალებს განიხილავს.
სტუმრები: ანი მიროტაძე, კოტე იოსელიანი, არმაზ ახვლედიანი, თორნიკე შარაშენიძე.
გადაცემას ნინა ხელაძე უძღვება.