Hereti FM

სასამართლომ GNCC-ს ბათუმში ახალი ლიცენზიის გაცემა დაავალა

629

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” (GNCC) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

მხარეებს სასამართლოს განჩინება დღეს 12 აპრილს ჩაბარდა.

სასამართლო არ დაეთანხმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საპასუხო სარჩელს და არც მესამე პირად ჩართული რადიო “პალიტრის”სასარჩელო განცხადებას.

“სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკლვლევისა და შეფასების შემდეგ, კანმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.”

“სასამართლო დისკრეციულად კომისიას ვერ დაავალებდა ლიცენზია ჰერეთზე გაეციო, ფაქტობრივად ეს არის ნათქვამი იმ განჩინებაში, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ.იმედი მაქვს, კომისია ადეკვატურ რეაქციას მისცემს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ ბათუმში უახლოეს მომავალში – რადიო ბათუმით შევალთ” – ამბობს რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.

საქმე ეხება ჩაშლილ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა.

კახი ბექაური – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გასული წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომა იყო, რადგან ორი წარმატებული მაუწყებელი არათანაბარ პირობებში ჩააყენა. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცობილი სიგნალისთვის, – ცალკე.

 

ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.

ჰერეთი რადიო “ბათუმის” გაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა. ჰერეთის ინტერესებს ორივე შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

 

 

რადიო ჰერეთი