მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

ქურდობისთვის ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა 26 და 27 წლის ორი პირი ქალაქ ლინცში აიყვანეს.

მათ გამოძიება ქურდობის 11 შემთხვევას ედავება. გამოძიება ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.

მოპარული ნივთების ღირებულება საერთო ჯამში 3 000-ს ევროს აღწევს.

“დაკავებულები ყალბი გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს”, წერს ავსტრიული მედია.

მსგავსი პოსტები

Back to top button