მნიშვნელოვანი

„ფინანსთა მინისტრმა ხელისუფლებას, ფაქტობრივად, გამოუტანა განაჩენი“ – რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება ბანკებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ხელისუფლებისთვის გამოტანილი განაჩენია. ამის შესახებ რომან გოცირიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა სასტარტო კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებით, მინისტრის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი და ფულის ფლანგვაა, რაც პრივილეგირებულად და კორუფციული გზებით წარიმართება ბიზნესისკენ.

,,როდესაც ერთ ბიზნესს აძლევ ფულს, მეორე ბიზნესი იჩაგრება. ყველას ერთნაირად არ მიუწვდება ხელი. ბუნებრივია, ეს ფული ყოველთვის მიდის პრივილეგირებულად და კორუფცია რომ არის, ამას ჩვენ ვხედავთ ტენდერებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, ეკონომიკის მინისტრი მართალია, რომ ეკონომიკის განვითარებას საბანკო სისტემა აფერხებს, მაგრამ ,,ბანკების 95 პროცენტს ხელისუფლება ფლობს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, დამწყებ ბიზნესს შანსი არ ეძლევა და მთავრობა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება იგეგმება.

მოისმინეთ რომან გოცირიძის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button