Hereti FM

ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

320

ახალი პოლიტიკურ ცენტრ “გირჩიდან” საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც აღნიშნა, “გირჩმა” ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, ნარკოპოლიტიკის და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სფეროებში.

„როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულისთვის, სანამ ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩი“ შეიქმნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი დეპუტატის – ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ 2015 წელს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

რადიო ჰერეთი