Hereti FM

პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს

381

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

მარგველაშვილის თქმით, კომისიას შეწყალების თხოვნით, ბაქრაძის მეუღლემ მიმართა.

მისივე განცხადებით, წესრიგში იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც შეწყალებისთვის არის საჭირო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას დროებით წყვეტს.

გიორგი მარგველაშვილის ხმა ►

რადიო ჰერეთი