Hereti FM

ლია მუხაშავრია: პატიმრის შეწყალება თავად მეუღლემ გვთხოვა

799
Share Button

 

ლია მუხაშავრიამ, შეწყალების კომისიის წევრმა, რადიო თბილისის პირდაპირ ეთერში, ტოკ-შოუ “აქტიურ დროში” ჩართვისას განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალება თავის დროზე მისმა მეუღლემ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას თავად სთხოვა.

მუხაშავრიამ, რადიო თბილისის ეთერში განაცხადა, რომ ეს მართლაც ანგარიშგასაწევი გარემოება იყო,ამასთან პატიმარს 4 შვილი ჰყავდა და მას 6 თვე ჰქონდა კიდევ დარჩენილი.

“როდესაც მეუღლე, რომელიც არის დაზარალებული და მსხვერპლი დანაშაულისა, ითხოვს, რომ გაათავისუფლონ პატიმარი და მას ჰყავს 4 შვილი, რა თქმა უნდა კომისია ფიქრობს, რომ 6 თვით ადრე ამ ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება, იმაზე უფრო მეტი სიკეთეა, ვიდრე მისი დატოვება საპატიმრო ადგილზე 6 თვით მეტხანს.ასეთი მოწყალების,შეწყალების აქტით პრეზიდენტი პატიმარს აძლევს შესაძლებლობას სათანადოდ დააფასოს და მეორედ აღარ მოხვდეს საპატიმრო ადგილზე”.

ლია მუხაშავრიას ხმას მოუსმინეთ

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრეზიდენტმა განცხადება დღეს გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.მარგველაშვილის თქმით, კომისიას შეწყალების თხოვნით, ბაქრაძის მეუღლემ მიმართა.მისივე განცხადებით, წესრიგში იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც შეწყალებისთვის არის საჭირო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას დროებით წყვეტს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი