მნიშვნელოვანი
„იმის მეათედი ძალიხმევით რომ შებრძოლებოდნენ ფაროსანას, რასაც ივანიშვილის ხეების თრევაში ხარჯავენ, ეს პრობლემა აღარ იქნებოდა“ – მურთაზ ზოდელავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, აზიური ფაროსანას პრობლემის აღმოფხვრა ჯერ კიდევ შარშან შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ მთლიანად ჩააგდო ეს საკითხი და წელს პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია. ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.
,,იმ ძალისხმევის მეათედიც კი რომ გამოეყენებინათ, რასაც იყენებენ ივანიშვილის ხეების თრევაში, ეს პრობლემა აღმოიფხვრებოდა ჯერ კიდევ შარშან. შარშან მათ მთლიანად ჩააგდეს ეს საკითხი და წელს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს.
მოისმინეთ მურთაზ ზოდელავას ხმა.