აგრარული კომიტეტის სხდომა ,,ღვინის სახლში“
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ,,ღვინის სახლში“ ჩაატარა. შეკრებაზე, დღის წესრიგში იყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხიც. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ რადიო ,,თბილისის ეთერში“ აღნიშნა, ბიუროკრატიული მიდგომა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
,,მივედი და აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს კომიტეტის სხდომა ტარდება ,,ღვინის სახლში“. მოსახლეობამ განსაჯოს, ეს რამდენად ადეკვატურია. კომისიებით, კომიტეტებით და ბრეჟნევის ეპოქის დროინდელი მიდგომებით მიმდინარეობს ეს პროცესი“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მოისმინეთ მურთაზ ზოდელავას ხმა.
თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განმარტა, რომ „ღვინის სახლი“ ერთადერთი ინფრასტრუქტურა იყო სოფელში. შეკრების ლოკაციაზე მნიშვნელოვანი კი, დანელიას თქმით, მისი შინაარსია.
,,შინაარსი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მდებარეობა. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი საკითხები: 2017-2020 წლების სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის ანგარიში და საკონსულტაციო ცენტრების შესახებ ანგარიში, რომელსაც დიდი როლი აქვს, მათ შორის, ფაროსანასთან მიმართებაში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მოისმინეთ ოთარ დანელიას ხმა.