კრიმინალი

,,ის ფული რატომ გადაყარეს რემონტში, თუ ბაღს ანგრევდნენ?“ – 109-ე ბაღის აღსაზრდელის მშობელი

109-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის, დავით მელიქიშვილის თქმით, გუშინ, თბილისის მერიის წარმომადგენელმა მშობლებს ,,დირსის“ საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული შესთავაზეს სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად. თუმცა, დავით მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ მშობლები ამ შეთავაზებით კმაყოფილი არ არიან. მშობლებში ეჭვს იწვევს სხვა საბავშვო ბაღებში გადასვლის შეთავაზებაც, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით ბავშვების უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება.

,,მაგ ტერიტორიაზე ყველაზე კარგი და ახლადგარემონტებული ბარი ეგ არის. გვთავაზობენ ისეთ ბაღებს,  რომლებიც ვიზუალურად ამაზე უარესად გამოიყურება. ვიღაცა მოვიდა, შეხედა და დადო დასკვნა, რომ ავარიულია. ასე, თბილისის ბაღების 99 პროცენტი ვერ გაივლის შემოწმებას“, – განაცხადა დავით მელიქიშვილმა და აღნიშნა, რომ ვინმემ უნდა აგოს პასუხი, თუ 2015 წელს გარემონტებული ბაღი დღეს დასანგრევია.

მოისმინეთ დავით მელიქიშვილის ხმა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღში მშობლებსა და მასწავლებლებს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ილია ელოშვილსა და 109-ე ბაღის წარმომადგენლებს შორის დღეს, თბილისის მერიაში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button