მნიშვნელოვანიმოზაიკა

“გაყიდვების დირექტორის” ვაკანსია

რადიო „თბილისი“ FM93.5 აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების დირექტორის” პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე მოსახვედრად კარგად უნდა ფლობდე და გიყვარდეს გაყიდვების ტექნიკა.

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და მიზანსწრაფულ მენეჯერს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, არის პრეზენტაბელური და უყვარს „ნეთვორქინგი“.

აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით.

კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint.

კანდიდატებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გაყიდვების გუნდის მართვის და მუშაობის წარმატებული, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული არაერთი პროექტი – კონკრეტული ბიუჯეტების მიხედვით.

ანაზღაურება: როგორც ფიქსირებული, ასევე საპროცენტო განაკვეთი და ბონუსები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

  • რეზიუმე (CV)
  • სამოტივაციო წერილი
  • სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართზე: tbilisifm93.5@gmail.com

წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „გაყიდვების დირექტორი“

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ ინფორმაცია 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.

დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია ბაზარზეა და ფლობს 3 რადიოსადგურს:

დედაქალაქში – რადიო “თბილისი”FM93.5

კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8

და RELAX WEB RADIO – ინტერნეტ რადიოს

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button