Hereti FM

პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ აბდესლამს განაჩენი გამოუტანეს

46

ბრიუსელის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2015 წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს.

საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი აბდესლამი პარიზში განხორციელებული თავდასხმებიდან ოთხ თვეში, 2016 წლის მარტში, ბრიუსელში დააკავეს. მას ბრალად ედება ბელგიის პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა და მკვლელობის მცდელობა.

ბრიუსელის სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას აბდესლამი არ დასწრებია. ის საფრანგეთის საპატიმროში იმყოფება. 2015 წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარი თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. გამოძიება ამ დრომდე გრელდება.

რადიო ჰერეთი