მნიშვნელოვანირეგიონი
ბათუმში ხანძარმა 7 ოჯახი დააზარალა

24 აპრილის ბოლოს მოხერხდა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.
დაიწვა ბარაკული ტიპის სახლები. ცეცხლმა 7 ოჯახი დააზარალა.
შემთხვევის დროს ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, ის კლინიკაშია მოთავსებული.
დააზარალებულებს მერიამ დროებით საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზა.
მერიაში თქვეს, რომ სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის – მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.