Hereti FM

კიდევ ერთი გამოხმაურება “ჰერეთის” რეპორტაჟს

966
Share Button

კიდევ ერთი გამოხმაურება სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რეპორტაჟს.

მასალა ლაგოდეში, ვაშლოვანის ქუჩაზე გზისა და სანიაღვრე არხების თითქმის მილიონ ნახევრიანი პროექტის შეჩერებას ეხება. ასევე საუბარია მეორე პროექტზეც, რომელიც წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და რომლის დასრულების ვადებმაც რამდენჯემრე გადაიწია. წყლის პროექტზე 11 მილიონი ლარი იხარჯება.

მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ლაგოდეხში რეგიონული განვითარების და ინფრატრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ჩავიდნენ. მათი განცხადებით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის მნიშნელოვანია და სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

ამავე რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ ლაგოდეხში იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები. ისინი მოსახლეობას დაპირდნენ, რომ სამუშაოები დაჩქარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილის და კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ხმა ►

ლაგოდეხი ტურისტულ სეზონს მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურით ხვდება

ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, გზას, სავარაუდოდ, თვე-ნახევარში დააგებენ

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი