მნიშვნელოვანისაქართველო

დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება

ხვალიდან, პირველი მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

დღეს კი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სპეციალური საბჭო შეიკრიბება და სიახლის დეტალებს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ახალი რეგულაციები გამონაკლისებსაც ითვალისწინებს – მათ შორისა აეროპორტების კონკრეტული ტერმინალები და კაზინოები.

კანონდარღვევისთვის პირველ ჯერზე ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა ასი ლარია, იურიდიული პირისთვის კი ათასი.

მსგავსი პოსტები

Back to top button