მნიშვნელოვანირეგიონი

მარწყვი სათბურში და ღია ცის ქვეშ – კახეთში ხილის კრეფა დაიწყო

კახეთში ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ კლიმატურ პირობებში მოყვანილი მარწყვის კრეფა დაიწყო.

1 კილოგრამის ფასი 4-დან 6 ლარამდე მერყეობს. გლეხები წვიმისგან მიყენებულ ზარალზე ლაპარაკობენ. სურვილი აქვთ, რომ რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები გაიხსნას. ფერმერთა ნაწილს, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, მარწყვი სათბურში მოჰყავს და მოსავალს მთელი წელი ყიდის.

ასე მოსავალი კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში დაცულია. სათბურის მარწყვის ფასი 10-დან 15 ლარამდეა.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button