მნიშვნელოვანისაქართველო

ნარკორეალიზატორების საქმე – ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა. ადვოკატი გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, გოგებაშვილი არ მონაწილეობდა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურ რეალიზაციაში.

მისი თქმით მკაცრი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება ნინო გეგელაშვილის მიმართაც, რომელიც დანაშაულს აღიარებს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სასამართლოს სხდომას დაესწრო ბრალდებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა სწორედ მისი ძმის დაკავების შემდეგ დატოვა.

იაკობ გოგებაშვილმა კომენტარი სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ არ გააკეთა.

ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა და ინტერნეტის მეშვეობით გასაღება ედებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button