Hereti FM

გმირთა მოედანზე ვეტერანები შიმშილობენ

161
Share Button

თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი მესამე დღეა შიმშილობს.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ.

ვეტერანები ასევე მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა შესახებ კანონი. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი