Hereti FM

გავაზში 800-ს ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა

83

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 800-ს ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით ამუშავდა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათ შორის შესაწამლი პრეპარატებით.
ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებულები ბანკთან შუამდგომლობას და აღებული სესხების გადავადებაში დახმარებას სთხოვს.

სტიქიის შედეგად ვენახები, ნარგავები და ხეხილი 80 პროცენტით არის განადგურებული.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი კი ირწმუნება, რომ 10 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მოსალოდნელი სტიქია მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, 10 მაისს კახეთში გასროლილი იქნა 160 ერთეულამდე რაკეტა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების თავზე ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

რადიო ჰერეთი