Hereti FM

მთაწმინდის პარკთან აქცია მიმდინარეობს

158

მთაწმინდის პარკთან, სადაც ცოტა ხანში “ქართული ოცნების” ყრილობა უნდა დაიწყოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და ზარალის დროულად ანაზღაურებას მოითხოვენ.

ადგილზე ასზე მეტი პოლიციელია მობილიზებული.

რადიო ჰერეთი