მნიშვნელოვანისაქართველო

სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ქუთაისში

ბათუმსა და ქუთაისში ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ლოზუნგია „ვიცეკვოთ ერთად“. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას და პარასკევს ღამით თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში განხორციელებულ რეიდებს. ევროპის მოედანზე მობილიზებული არიან პოლიციელები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავები.

სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც, თეთრ ხიდზე. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანში” განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მომხდარი ფაქტის გამო აკრიტიკებენ.
აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია “გირჩი” მონაწილეობს.

ისინი მთავრობას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ – ამ ლოზუნგით აქცია ამიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. “ეს არის ღია ომი, რომელშიც ჩვენ უკომპრომისოდ ვერთვებით,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button